კლასის საათი
,,სიკეთე“
შეხვედრის მიზანი:
მოსწავლეები
გაითავისებენ სიკეთის არსს, იმსჯელებენ იგავში გადმოცემულ მთავარ სათქმელზე, გამართავენ
დისკუსიას ნანახი ფილმის ირგვლივ.
უნარ-ჩვევები:
განივითარონ ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევები;
განივითარონ დისკუსიის, მსჯელობის და ერთობლივი გადაწყვეტილების უნარ-ჩვევები.
მეთოდები:
ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა;
დისკუსია.
საჭირო მასალა:
თაბახის ფურცლები,
ფლომასტერები, კალმისტარი, კლიპი, ფილმი.
მსვლელობა:
აქტივობა 1.
მოსწავლეებს დაურიგდებათ ფურცლები და დაევალებათ ჩამოწერონ
ყველა სიტყვა, რომელიც სიკეთესთან ასოცირდება, აგრეთვე მოიფიქრონ ანდაზები სიკეთეზე.
მას შემდეგ, რაც მოსწავლეები ინდივიდუალურად ჩამოწერენ
ასოცირებულ სიტყვებს და ანდაზებს, უკვე ჯგუფებში უნდა იმსჯელონ ერთმანეთის ნამუშევარზე.
შემდეგ ათანხმებენ ჩამონათვალს, გადააქვთ საპრეზენტაციო ფურცლებზე და ყოველი ჯგუფი
ახდენს პრეზენტაციას. სასურველია, თუკი ლოგოსაც მოიფიქრებენ და ახსნიან მის შინაარსს.
აქტივობა
2.
ჯგუფებს ურიგდებათ მასწავლებლის მიერ წინასწარ შერჩეული
იგავი ,,ორი მეგობარი“. ისინი დამოუკიდებლად კითხულობენ, გამოთქვამენ დამოკიდებულებებს
თითოეული მეგობრის მიერ ჩადენილ ქმედებებზე, ამოიცნობენ და მსჯელობენ იგავის მთავარ
სათქმელზე.
აქტივობა 3.
ვიზუალიზებას დიდი მნიშვნელობა აქვს უკეთ აღქმისათვის,
განსაკუთრებით ეფექტურია კლასის საათზე. მოსწავლეებს ვაჩვენებთ ფილმს,რომლის თემაა
სიკეთე. ფილმის ჩვენების შემდეგ ვთხოვ მათ, გადმოცენ ფილმის შინაარსი, რადგან ფილმი
უხმოა. შემდეგ კი იმსჯელებენ ფილმის ირგვლივ.
აქტივობა 4.
ბოლოს მასწავლებელი აჯამებს კლასის საათს, კიდევ ერთხელ
შეახსენებს ბავშვებს, რომ თითოეული ადამიანის გული სიკეთით უნდა იყოს ანთებული, რომ
ყველა უნდა ვფიქრობდეთ კეთილი საქმეების გაკეთებას. კლასის საათს ვასრულებთ კლიპით,
რომლის თემაა სიკეთე.
No comments:
Post a Comment