კლასის საათი ,,სიკეთე" (გეგმა)

კლასის საათი  ,,სიკეთე“
შეხვედრის მიზანი:
 მოსწავლეები გაითავისებენ სიკეთის არსს, იმსჯელებენ იგავში გადმოცემულ მთავარ სათქმელზე, გამართავენ დისკუსიას ნანახი ფილმის ირგვლივ.
უნარ-ჩვევები:
განივითარონ ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევები; განივითარონ დისკუსიის, მსჯელობის და ერთობლივი გადაწყვეტილების უნარ-ჩვევები.
მეთოდები:
ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა;
დისკუსია.
საჭირო მასალა:
 თაბახის ფურცლები, ფლომასტერები, კალმისტარი, კლიპი, ფილმი.
 მსვლელობა:
აქტივობა 1.
მოსწავლეებს დაურიგდებათ ფურცლები და დაევალებათ ჩამოწერონ ყველა სიტყვა, რომელიც სიკეთესთან ასოცირდება, აგრეთვე მოიფიქრონ ანდაზები სიკეთეზე.
მას შემდეგ, რაც მოსწავლეები ინდივიდუალურად ჩამოწერენ ასოცირებულ სიტყვებს და ანდაზებს, უკვე ჯგუფებში უნდა იმსჯელონ ერთმანეთის ნამუშევარზე. შემდეგ ათანხმებენ ჩამონათვალს, გადააქვთ საპრეზენტაციო ფურცლებზე და ყოველი ჯგუფი ახდენს პრეზენტაციას. სასურველია, თუკი ლოგოსაც მოიფიქრებენ და ახსნიან მის შინაარსს.
  აქტივობა 2.
ჯგუფებს ურიგდებათ მასწავლებლის მიერ წინასწარ შერჩეული იგავი ,,ორი მეგობარი“. ისინი დამოუკიდებლად კითხულობენ, გამოთქვამენ დამოკიდებულებებს თითოეული მეგობრის მიერ ჩადენილ ქმედებებზე, ამოიცნობენ და მსჯელობენ იგავის მთავარ სათქმელზე.
აქტივობა 3.
ვიზუალიზებას დიდი მნიშვნელობა აქვს უკეთ აღქმისათვის, განსაკუთრებით ეფექტურია კლასის საათზე. მოსწავლეებს ვაჩვენებთ ფილმს,რომლის თემაა სიკეთე. ფილმის ჩვენების შემდეგ ვთხოვ მათ, გადმოცენ ფილმის შინაარსი, რადგან ფილმი უხმოა. შემდეგ კი იმსჯელებენ ფილმის ირგვლივ.
აქტივობა 4.
ბოლოს მასწავლებელი აჯამებს კლასის საათს, კიდევ ერთხელ შეახსენებს ბავშვებს, რომ თითოეული ადამიანის გული სიკეთით უნდა იყოს ანთებული, რომ ყველა უნდა ვფიქრობდეთ კეთილი საქმეების გაკეთებას. კლასის საათს ვასრულებთ კლიპით, რომლის თემაა სიკეთე.

  კლასის ხელმძღვანელი: ბელა ქემოკლიძე


იგავ-არაკის სქემა

იგავ-არაკი ,,ენით დაკოდილი“

დამხმარე შეკითხვები
და დავალებები
პასუხები
პირველი ეპიზოდი--კაცის მიერ დათვის შინ მიწვევა
აღწერეთ დრო და გარემო, სადაც იგავ-არაკში გადმოცემული პირველი ეპიზოდი ხდება.
პერსონაჟები
რა თვისებებით გამოირჩევიან იგავ-არაკის პერსონაჟები?
კაცი-
დათვი-
ცოლი-
                       მეორე ეპიზოდი--კაცის სტუმრობა დათვთან
რაში მდგომარეობს პრობლემა?

როგორ გადაიჭრა პრობლემა?
მესამე ეპიზოდი: შეხვედრა ერთი თვის შემდეგ
როგორ გრძნობს თავს  ფიზიკურად დათვი?
დასკვნა, რომელსაც მორალთან მივყავართ
მორალი

სულხან-საბა ორბელიანის ,,უტკბესი და უმწარესი"
















`საგანი:   ქართული ენა და ლიტერატურა
კლასი:5
თემა: გამოსაკითხი-- სულხან-საბას ,,ენით დაკოდილი“, ასახსნელი-- ,,უტკბესი და უმწარესი“
დრო: 45  წთ.

გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლეებში თავისუფალი აზროვნების, მსჯელობის უნარის განვითარება, დაფიქრება ადამიანის უარყოფით თვისებებზე, პარალელის გავლება შესწავლილ მასალასთან და იგავ-არაკების ერთმანეთთან დაკავშირება,ავტორის სათქმელის ამოცნობა, ძირეული სიტყვიდან ახალი სიტყვების წარმოება, ანტონიმებზე დაკვირვება.

ცოდნა: შესწავლილი აქვთ სულხან-საბას იგავები: ,,უსამართლო შირვან-შაჰი“, ,,მეფე ა ავსიტყვა“, ,,ორმოში ჩაგდებული მეფე“.

უნარები:
ტექსტის გაგება-გააზრების უნარი,მიღებული ინფორმაციის არსებულთან შეჯერების უნარი,მთავარის და მეორეხარისხივანის გამიჯვნის უნარი,აზრის მოკლედ ჩამოყალიბების უნარი,ვარაუდების გამოთქმის და დასკვნების გამოტანის უნარი.
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი: V.1,2,3,4,5,8,9.

გამოყენებული მეთოდები და აქტივობები:
ციტატა უცხო ტექსტიდან, მნიშვნელოვანი სიტყვები, დროის ღერძი, იგავ-არაკის რუკა, ცნების რუკა,ვიდეო.3,2,1.
შეფასება:
როგორ არის ჩართული მოსწავლე სასწავლო პროცესში;
 დაჯგუფების ფორმები:
მთელი კლასი,  ჯგუფები.



გაკვეთილისეტაპები:
I.-ფაზა ,, წაკითხვამდე“
 --დაგროვილი ცოდნის გააქტიურება
--არსებული ცოდნის შეფასება
--შესასწავლი თემის წარდგენა
--კითხვის მოტივაციიც სტიმულირება

II.-ფაზაწაკითხვის დროს“
--ახალი ცოდნის მისაღებად მართული პროცესის წარმართვა საკლასო გარემოში.
--მოსწავლეთა მიერ ახალი ცოდნის დაუფლების შეფასება.
---ბუნდოვანი შინაარსის ახსნა-განმარტება.
III.-ფაზაწაკითხვის შემდეგ
--ახალი ცოდნის სიღრმისეული გააზრება-განმტკიცება.
--ახალი ცოდნის გამოყენება სხვადასხვა კონტექსტში.
--სწავლის პროცესის და შედეგების შეფასება.



მსვლელობა
I.ფაზა  ,,წაკითხვამდე

I.აქტივობა-----5წთ
სქემის  ,,ცნების რუკა“გამოყენებით არსებული ცოდნის გააქტიურება.



II. აქტივობა.---3წთ
სიტყვების მნიშვნელობის განსაზღვრა ,,მნიშვნელოვანი სიტყვების“ შევსებით.

III აქტივობ-7 წთ
ტექსტიდან მნიშვნელოვანი მოვლენების გამოყოფის მიზნით ,,დროის ღერძის“ შევსება.

IV აქტივობა-7წთ
ტექსტის გამთლიანებისა და გააზრების მიზნით ,,იგავ-არაკის რუკის“ შევსება.

V აქტივობა---4წთ
შესწავლილი მასალის შეჯამება.
კითხვა-პასუხი


VI  აქტივობა---3წთ --
შესასწავლი თემის წარდგენა, ძირეული სიტყვისგან ახალი სიტყვების წარმოება



II ფაზა ,,წაკითხვის დროს
 VII.აქტივობ--4წთ    
სათაურის გაცნობა.  T სქემის შევსება
VIII  აქტივობა5 წთ
ტექსტის წაკითხვა ,,ხმამაღალი ფიქრის“გამოყენებით.-მასწავლებლის მიერ
IX-აქტივობა3წთ
ტექსტის წაკითხვა წყვილებში, პაუზებით. უცხო სიტყვების მონიშვნა კითხვის დროს.

X აქტივობა --2 წთ
შეგონების ამოწერა და ჩაწვდომა.

III ფაზა ,,წაკითხვის შემდეგ
XI აქტივობა--3
შემაჯამებელი კითხვა-პასუხი
XII აქტივობა-6
ვიზუალიზების მიზნით ვიდეოს ჩვენება
XIII  აქტივობა--5წთ
სქემის ,,3,2,1“ შევსება
შეფასება
მოსწავლეები შეაფასებენ გაკვეთილს და გამოარჩევენ მათთვის საინტერესო აქტივობებს.
საშინაო დავალების მიცემა



გამოყენებული რესურსი:

სახელმძღვანელო, სქემები, ინდივიდუალური ბარათები, პლაკატები, ვიდეო ,,ქვიშის სამყარო--,,უტკბესი და უმწარესი“.

მასწავლებელი:  

ბელა ქემოკლიძე